დღეის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 53 587 მასწავლებელი მუშაობს - Palitra News

დღეის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 53 587 მასწავლებელი მუშაობს

2026-05-27 10:30:54+04:00

დღეის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 53 587 მასწავლებელი მუშაობს. რაც შეეხება პედაგოგთა სტატუსს, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო წესით გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლებში 43 401 უფროსი მასწავლებელია დასაქმებული, 9296 წამყვანი, ხოლო 890 მენტორი მასწავლებელი.

ამასთან, ამავე ინფორმაციის მიხედვით, პედაგოგთა საერთო რაოდენობიდან 48 188 პედაგოგი საჯარო სკოლაშია დასაქმებული, ხოლო 5399 კერძოში.