მარია ზახაროვა - ბრიუსელის ბიუროკრატიის მთავარი პრაქტიკული ამოცანაა, მათმა მოქალაქეებმა უარესად იცხოვრონ და არა უკეთესად - ნიკოლ ფაშინიანი, ალბათ, ამ ე.წ. მიდგომებსაც იზიარებს - Palitra News

მარია ზახაროვა - ბრიუსელის ბიუროკრატიის მთავარი პრაქტიკული ამოცანაა, მათმა მოქალაქეებმა უარესად იცხოვრონ და არა უკეთესად - ნიკოლ ფაშინიანი, ალბათ, ამ ე.წ. მიდგომებსაც იზიარებს

2026-05-27 11:05:29+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, როგორც ჩანს, იზიარებს ბრიუსელის ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მოქალაქეებმა უარესად იცხოვრონ და არა უკეთესად.

„გახსოვთ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის მთავარი პრაქტიკული ამოცანაა, მათი ქვეყნების მოქალაქეებმა, მათი კავშირის ქვეყნებმა, უარესად იცხოვრონ და არა უკეთესად? თუ ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ თავს სწორედ ბრიუსელის ბიუროკრატიასთან აიგივებს, ის ალბათ ამ ე.წ. ხედვებსაც იზიარებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროკავშირისგან განსხვავებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობა არ არის პოლიტიზებული და აგებულია პატივისცემისა და თანასწორუფლებიანობის, თავისუფალი ბაზრის პრინციპების, სამართლიანი კონკურენციისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.