15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის კვალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ, 15 წლის მოზარდი ბოლოს საირმის ქუჩაზე დააფიქსირეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.