აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვა კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთერთი მთავარი თემაა. აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიულოცეს.
მათი შეფასებით, მიმდინარე წელი ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განახლებისა და უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებისა და ექსპერტების ნაწილი ამ გზავნილებს პოზიტიურ სიგნალად არ აფასებს. მათი პოზიციით, საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა რთული იქნება.
ამ ფონზე, 25 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრს. როგორია აშშ-ისა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის პროგნოზი და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები - თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში მაშო დიასაიძე შემოგვიერთდება.