ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემატური ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა - Palitra News

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემატური ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

2026-05-27 12:56:57+04:00

ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემატური ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ბუხრაშვილმა. მან ხაზი გაუსვა თემატური ბანაკების როლს, ახალგაზრდებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების საკითხში.

მიმდინარე წელს ყვარლის ბანაკი 12 ნაკადად ჩატარდება და 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.