თურქეთში ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ კი შეკრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პროტესტის მიზეზი ქვეყნის ოპოზიციური ძალის ლიდერის, ოზგურ ოზელის თანამდებობიდან გადაყენება გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთის სხვადასხვა ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ანკარის სააპელაციო სასამართლომ „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ 2023 წლის ლიდერობის არჩევნების შედეგები გააუქმა, რის შედეგადაც პარტიის თავმჯდომარემ თანამდებობა დაკარგა. შექმნილმა ვითარებამ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.