უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში, ქალაქ ნიკოლაევკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოლქის გუბერნატორის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნიკოლაევკაში დაზიანდა ხუთი კერძო სახლი, სამი მაღალსართულიანი შენობა და სამი ადმინისტრაციული შენობა.
გარდა ამისა, რაიონის სხვადასხვა დასახლებაში დაინგრა და დაზიანდა კერძო სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა პოკროვსკისა და ბახმუტის რაიონებსაც დაარტყეს, სადაც ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული შენობების და საცხოვრებელი შენობების ნგრევა.