„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ამ გზავნილით ოპოზიციური ალიანსი იწყებს ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომელიც მათი განცხადებით, ახალი დემოკრატიული არჩევნებით უნდა დასრულდეს. ალიანსი საზოგადოებას მოუწოდებს ნუ შეხედავენ პროცესს სკეპტიკურად და ერთმანეთს ნდობა გამოუცხადონ. 9 ოპოზიციორუი სუბიექტი დარწმუნებულია რომ 2026 წლი "ქართული ოცნების" ცვლილების წელი იქნება. ალიანსი საპროტესტო აქციებს აანონსებს და საზოგადოებას სთხოვს ფეისბუქ ლაივების მეშვეობით ერთი წუთის განმავლობაში გამოთქვან საკუთარი პოზიცია თუ რას ითხოვენ ოპოზიციისგან და როგორ ესახებათ მომდევნო დღეებისა თუ კვირების განვითარება.