სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი, ანი ნასყიდაშვილი დამნაშავეებად ცნო - Palitra News

სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი, ანი ნასყიდაშვილი დამნაშავეებად ცნო

2026-05-27 16:03:14+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი, ანი ნასყიდაშვილი დამნაშავეებად ცნო. სასჯელის ზომას კი მოსამართლე 2 ივნისს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. ამ შემთხვევაში პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავებოდა.აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ეხმაურება. სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო! 6 თვის განმავლობაში „იცირკავა“ ბრალდებულების მშობლებმა და ადვოკატებმა! მაგრამ დიახ, ეს ცირკი არ იყო! ეს იყო უდანაშაულო ჯანსაღი, გენიოსი, ახალგაზრდის მკვლელობა! წერს ეკა კუპატაძე.