რას გულისხმობს ოპოზიციური ალიანსი ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზაში და როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები - Palitra News

რას გულისხმობს ოპოზიციური ალიანსი ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზაში და როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

2026-05-27 20:55:37+04:00

„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ამ გზავნილით ოპოზიციური ალიანსი ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას იწყებს. 9 ოპოზიციური სუბიექტი აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი ახალი დემოკრატიული არჩევნების მიღწევაა. დარწმუნებული არიან, რომ 2026 წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილების წელი იქნება. ალიანსის ლიდერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, პროცესს სკეპტიკურად არ შეხედონ, ერთმანეთის მიმართ ნდობა შეინარჩუნონ და ცვლილებების შესაძლებლობის ირწმუნონ. გუშინდელი დღე გარდამტეხი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვისაც. როგორც ამბობენ, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ, დადასტურდა ოპოზიციის რადიკალური ხასიათი და მავნებლური ბუნება.