საელჩოს პასუხი პაპუაშვილს: "გერმანია საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერია“ - Palitra News

საელჩოს პასუხი პაპუაშვილს: "გერმანია საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერია“

2026-05-27 20:58:11+04:00

გერმანიის საელჩო არ აზუსტებს, ესწრებოდა თუ არა ელჩი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. თუმცა, ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილსაპასუხო წერილში, საელჩოში აღნიშნავნე, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი. აღნიშნულით, ისინი ეხმაურებიან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი გერმანიის ელჩს თავად არ ექნებოდა, რადგან პაპუაშვილის სიტყვებით, ის ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე.