თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.