უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ორ-სამწლიანი ომისთვის მზადების ბრძანება გასცა. გამოცემის თანახმად, უკრაინამ კრიტიკულ ეტაპს მიაღწია: მან შეინარჩუნა სუვერენიტეტი, მაგრამ მხოლოდ მდგრადობა გამარჯვებას არ ნიშნავს და ამასთანავე, სახელმწიფოს წინაშე დგას სახელმწიფო რესურსების ამოწურვის, ადამიანური პოტენციალისა და საზოგადოების გრძელვადიანი მდგრადობის საკითხები. ცნობილი ხდება, რომ უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში, ქალაქ ნიკოლაევკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა პოკროვსკისა და ბახმუტის რაიონებსაც დაარტყეს, სადაც ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული შენობების და საცხოვრებელი შენობების ნგრევა.