ბრიტანეთის სანქციების ფონზე ოპოზიცია საინვესტიციო გარემოზე საუბრობს - Palitra News

ბრიტანეთის სანქციების ფონზე ოპოზიცია საინვესტიციო გარემოზე საუბრობს

2026-05-27 21:03:01+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული 4 კომპანიიდან არცერთის საქმიანობის არეალი საქართველო არ ყოფილა. უწყების ცნობით, შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქსი“ ოპერირებდნენ მოსკოვში, ხოლო „რაპირა გრუპი“ ვებგვერდის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს. და ჩამოთვლილ კომპანიებს აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება. გუშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან სამი კომპანიის დამატების შესახებ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქტიურად ალაპარაკდნენ საქართველოში საინვესტიციო გარემოზე, რომელიც მათი შეფასებით უსაფრთხო არ არის და შესაძლოა ქვეყანა რუსეთს სანქციებიდან გვერდის ავლაში ეხმარებოდეს.