ომბუდსმენი გორში მოქალაქეებზე ძალადობას გმობს და გამოძიებას ითხოვს - Palitra News

ომბუდსმენი გორში მოქალაქეებზე ძალადობას გმობს და გამოძიებას ითხოვს

2026-05-27 21:05:36+04:00

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.. გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ. მომხდარს ეხმაურება ომბუდსმენი. საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობას გმობს და პროკურატურას ობიექტური და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.