პარლამენტში რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების მოთხოვნით რეზოლუცია წარადგინეს - Palitra News

პარლამენტში რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების მოთხოვნით რეზოლუცია წარადგინეს

2026-05-27 21:09:08+04:00

2026 წლის 9 მაისს, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დააინიცირა. რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და როგორც განმარტა, აღნიშნული რეზოლუციის მიღება რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე პარლამენტის მხრიდან რეაგირება იქნება. კერესელიძის თქმით, ის რაც მიმდინარეობს, არის არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ საქართველოს ისტორიული მიწის - სამაჩაბლოს საბოლოოდ მოწყვეტა და რუსულ სივრცეში გადატანა. მისივე განცხადებით, რუსეთის აგრესიაზე არანაკლებად საგანგაშო საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე და გულგრილობაა.