აშშ-ის მხრიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვას პოლიტიკური სპექტრის შეფასებები მოჰყვა - Palitra News

აშშ-ის მხრიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვას პოლიტიკური სპექტრის შეფასებები მოჰყვა

2026-05-27 21:10:35+04:00

აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვა კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთერთი მთავარი თემაა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიულოცეს.მათი შეფასებით, მიმდინარე წელი ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განახლებისა და უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებისა და ექსპერტების ნაწილი ამ გზავნილებს პოზიტიურ სიგნალად არ აფასებს. მათი პოზიციით, საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა რთული იქნება.