დონალდ ტრამპი - ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ ჯერჯერობით კმაყოფილები არ ვართ - ვნახოთ, რა მოხდება, შესაძლოა, უკან დაბრუნება მოგვიწიოს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ ჯერჯერობით კმაყოფილები არ ვართ - ვნახოთ, რა მოხდება, შესაძლოა, უკან დაბრუნება მოგვიწიოს

2026-05-27 21:22:59+04:00

ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ ჯერჯერობით კმაყოფილები არ ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ან კმაყოფილები ვიქნებით, ან საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეთანხმების დადების გარდა სხვა გზა არ აქვს.

„ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, უკან დაბრუნება მოგვიწიოს და ეს დავასრულოთ. შესაძლოა, არა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით „გარკვეული პროგრესი“ არსებობს.

„მომდევნო რამდენიმე საათისა და დღის განმავლობაში ვნახავთ, თუ სად შეიძლება პროგრესის მიღწევა. ჩვენ უპირატესობას დიპლომატიურ გზას ვანიჭებთ, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს სხვა ვარიანტებიც აქვს“, - განაცხადა რუბიომ.