პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმენენ - Palitra News

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმენენ

2026-05-28 08:44:54+04:00

28 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე მივა.

მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ “საქართველოსთვის“ დაიბარა.

მიქანაძისადმი გაგზავნილი კითხვების ძირითადი ნაწილი უმაღლესი განათლების მიმართულებით დაწყებულ რეფორმას ეხება. ფრაქცია „საქართველოსთვის“ მათ შორის ელის პასუხს კითხვაზე, უმაღლესი სასწავლებლების ბალანსზე არსებული რომელი კორპუსებისა და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა იგეგმება პირველ და მომდევნო ეტაპებზე.

გივი მიქანაძე ინტერპელაციის ფორმატში ზოგადი განათლების რეფორმაზეც ისაუბრებს.