ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი - Palitra News

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი

2026-05-28 10:04:27+04:00

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, ქვეყანამ, დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი აღნიშნა, მაგრამ, როგორც წინა წლებში, წლევანდელი აღნიშვნას თან ახლდა ხელისუფლების მხრიდან ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები, ხოლო ოპოზიციამ ეს დღესასწავლი საპროტესტო აქციით აღნიშნა.

თითქოს, ახალი არაფერი არ გვინახავს, მაგრამ, თუ სიტყვით გამომსვლელების ტექტებს გავიხსენებთ, ახალი ელემენტების შემჩნევა ძნელი არ იყო.

გასაგებია, რომ წელს ქვეყანა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს, მაგრამ, ტრადიციიდან აშკარად ამოვარდნილს გავდა იმათზე საუბრისაგან თავის არიდება, ვინც ჩვენში რუსეთის იმპერიის ნამსხვრევებზე „საქართველოს რესპუბლიკა“ დაამკვიდრა, შემდეგ კი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა, რამაც შესაძლებელი გახადა 1991 წლის 9 აპრილს წინა საუკუნეში მეორედ დაკარგული დამოუკიდებლობის ადღგენა.

ბევრმა ჩათვალა, რომ ახლადარჩეული პატრიაქრის, შიო მესამის პირობებში, საერო დღესასწავლმა რელიგიური დღესასწავლის სახე მიიღო. სახელისუფლებო ღონისძიებაზე არც ერთხელ არ თქმულა არაფერი იმ ქვეყანაზე, რომლისგანაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა 2026 წელს ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავს ეძღვნებოდა?

- მოხარული ვარ, ამ კითხვით რომ დავიწყეთ საუბარი. მეძლევა საშუალება და თქვენი პლატფორმის მკითხველს და ყველას ვულოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წელს, რაც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი ახალგაზრდობისა და შრომითი საქმიანობის საწყის ეტაპზე. უსასრულოდ ბედნიერად ვგრძობ თავს, რომ ამას მოვესწარი და ამ ურთულესი ეპოქის თანამედროვე ვარ.

ვაგლახ, რომ სადღესასწაულო ბევრი არაფერი გვაქვს. ყველა ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების მცდელობის მიუხედავად, ვითარება მძიმეა. პროცესი ლამისაა ერთი ცნობილი ქართული ფილმის სიუჟეტს დაემსგავსოს, სადაც დიდებული მსახიობი დრო და დრო შესძახებს ხოლმე - ანტრე ბატონო და „უკანასკნელი მასკარადი“ გრძელდება.

მართალია, ფილმის სიუჟეტის მსგავსად, მაინცა და მაინც ერთმანეთის მიყოლებით არ ცვლიან ერთმანეთს გერმანელები, ფრანგები, ბრიტანელიები, რუსები... თუმცა, არც უმაგისობაა. ისევ გრძლედება ახალი იმპერიული წიაღის ძიება, რომელიც ლამის გოდოს მოლოდინად იქცა.

საქართველოში გემოვნების მრავალგვარობის მატარებელ ადამიანებს რა გამოლევს. მათ შორის, პოლიტიკური გემოვნების - ვინ რუსებს ელის, ვინ ამერიკელებს, ვინ ჩინელებს, ვინ ანგლო - ევროპელებს. ვიღაც-ვიღაცები არაბებს, სპარსელებსა და თურქებსაც კი... კიდევ კარგი, მონღოლები დაგვავიწყდა.

ჩვენ კი, მივიხედეთ, მოვიხედეთ და აზერბაიჯანთან და სომხეთთან მართლაც სასურველი მეგობრობით შემოვიფარგლებით. იმდენად ჩავხლართეთ სიტუაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, ქალბატონი ზახაროვა შეიძახებს: ბოლოს და ბოლოს გაერკვიეთ, რა გინდათ, - ევროკავშირი, თუ სხვა რამ... ამაში, სავარაუდოდ, ზახაროვა რუსეთთან სტრატეგიული ალიანსის აღდგენას გულისხმობს, რაც ცხადია, დღეის გადასახედიდან, პრორუსებისთვისაც კი წარმოუდგენელი პერსპექტივაა.

დღესასწაული აღინიშნა. ხელისუფლებამ და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იზეიმა, ოპოზიციამ საპროტესტო აქციით აღნიშნა. ცხადია, არსებული რეალიების გათვალისწინებით, ყველას თავისი მიზანი ჰქონდა და ჩემი აზრით, მთლიანობაში, ორივე მხარემ დასახულ ამოცანას თავი გაართვა.

დღესასწაული აღინიშნა. ხელისუფლებამ და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იზეიმა, ოპოზიციამ საპროტესტო აქციით აღნიშნა. ცხადია, არსებული რეალიების გათვალისწინებით, ყველას თავისი მიზანი ჰქონდა და ჩემი აზრით, მთლიანობაში, ორივე მხარემ დასახულ ამოცანას თავი გაართვაქრისტინობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თემა რომ დომინირებდა, ესეც სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ავტორებისგან და საქართველოს რესპუბლიკის ლიდერებისგან ოფიციოზის დისტანცირება, ცხადია, არასწორია და პოლიტიკური პოზიციის შესატყვისია. დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ისე როგორც წინა ხელისუფლებებისთვის, სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) არ არიან მაინცა და მაინც სასიამოვნოდ და პატივისცემით მოსახსენებელი პოლიტიკოსები. აღარაფერს ვიტყვი გერმანელების განსაკუთრებულ როლზე ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ კავკასიაში, ამ მიმართულებით, გერმანიის აგენტურაც კი აქტიურად მუშაობდა.

რუსეთს მმართველი პარტიის ლიდერები რომ არ ახსენებენ, არც უარყოფით და არც დადებით კონტექსტში, ეს უკვე ლამის ტრადიციად ჩამოყალიბდა. იქნებ პრაგმატული თვალსაზრისით, რაღაც ბენეფიტს მოელის, ამგვარი მიდგომიდან, ბიძინა ივანიშვილი. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს, რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა (ევროკავშირი, გაერო...), რომ ცალსახად რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. პარალელურად, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზაობას აჩვენებენ, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილი, ისე მმართველი ძალის ლიდერები.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ავტორებისგან და საქართველოს რესპუბლიკის ლიდერებისგან ოფიციოზის დისტანცირება, ცხადია, არასწორია და პოლიტიკური პოზიციის შესატყვისიაჩვენ კი, მხარს ვუჭერთ „ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლას, რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას, თუ სხვა ძალას ველოდებით, ამაზე მაინცა და მაინც აგრესიული პროტესტი არ უნდა გამოვთქვათ, რადგან ჩვენი, ქართული საზოგადოების წევრების მიზანია, პოლიტიკური პროცესი, ხელისუფლების შეცვლის ჩათვლით, ისე წარიმართოს, რომ კატაკლიზმები გამოირიცხოს.

დამეთანხმებით, დღეს სამხრეთ კავკასიაში ფეთქებადსაშიში ვითარებაა. შეერთებული შტატების დაინტერესება რეგიონით გაიზარდა, პუტინის მიერ ყარაბახის საკითხით დასჯილი სომხეთი დასავლეთისკენ და დასავლური სომხური ლობისკენ შებრუნდა, აზერბაიჯანი თურქეთთან ალიანსს აძლიერებს, ირანი ომობს... კარგია, ივანიშვილი ფრთხილად რომ მოქმედებს და მკვეთრ მოძრაობებს არ აკეთებს.

- ვითარებაში, როცა სახელისუფლებო პროპაგანდა ევროკავშირს ლამის ყოველდღიურ რეჟიმში უპირისპირდება, მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ქრისტიანობაზე, იდენტობაზე, ტრადიციებზე საუბარი.

როცა, ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ ამგვარ განცხადებებს აკეთებენ, გაუგებარია, რატომ ამტკიცებს იგივე ხალხი მმართველი გუნდიდან, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყანა „ევროპაში მიჰყავს“.

სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში დიდი განხილვა მოჰყვა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას პორტრეტებთან ბიძინა ივანიშვილის პორტრეტის გამოჩენას.

ცალკე საკამათო თემაა, თუ რატომ არ აღინიშნება საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ 9 აპრილი. რადგან სამართლებრივად, უფრო მართებული იქნებოდა სწორედ ამ თარიღის 9 აპრილს აღნიშვნა.

ახლა როცა რუსეთის პოლიტიკურ წრეებში და რუსეთის სათათიროში აქტიურად განიხილავენ სსრკ-ს დაშლას არასამართლებრივი ნორმებით, ალბათ, სწორიც იქნებოდა, ამ თემაზე მიღებულიყო სამართლიანი და სამართლებრივი გადაწყვეტილებები.

თქვენ როგორ აღიქვით, გამსახურდიასა და კოსტავას პორტრეტებზე ივანიშვილის პორტრეტის გამოჩენა?

რამდენად, მართებული იქნებოდა სამართლებრივად დამოუკიდებლობის ადღდგენის 9 აპრილს აღნიშვნა?

- რა თქმა უნდა, უფრო ფართოდ შეიძლებოდა 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის გადაწყვეტილების აღნიშვნა, მაგრამ ვფიქრობ, არც იმით დაშავებულა რამე, ფაქტობრივად ორივე ერთად რომ აღინიშნა. ხშირად ახსენებდნენ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტს, ხშირი იყო ასევე, საინფორმაციო საშუალებებსა და პოლიტიკოსთა გამოსვლებში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ღვაწლის წინა პლანზე წამოწევა. ამიტომ, აქ, ხელისუფლებასთან არსებითი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს.

ვერც იმაში ვხედავ რაიმე ექსტრაორდინარულს, რომ შესაბამის ქარდზე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად ბიძინა ივანიშვილია გამოსახული. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ღვაწლი, ქართველი ერის ისტორიაში, უდაოა და სათანადოდ იქნება ყოველთვის წარმოჩენილი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მის როლზე და მის მოღვაწეობაზე შეფასების გაკეთება, ნაადრევად მიმაჩნია.

მისი დღევანდელი ნებისმიერი შეფასება პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი იქნება, მაშინ როცა, ისტორიის ფილოსოფიის ჰეგელისეული გაგების თანახმად, მოვლენისა და პიროვნების შესაფასებლად ერთგვარი აუცილებელი ისტორიული სიშორეა საჭირო, რაც დაახლოებით 100 წელს, ანუ 1 საუკუნეს მოიაზრებს. აი, 1918 – 21 წლის მოვლენების და პერსონაჟების შეფასება, ამ მიდგომიდან გამომდინარე, უკვე შეიძლება...

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ღვაწლი, ქართველი ერის ისტორიაში, უდაოა და სათანადოდ იქნება ყოველთვის წარმოჩენილი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მის როლზე და მის მოღვაწეობაზე შეფასების გაკეთება, ნაადრევად მიმაჩნიასხვათა შორის, იგივე ქარდი მე შემომხვდა ზვიად გამსახურდიას ვაჟის, გიორგი გამსახურდიას ფეისბუქზე. მოგეხსენებათ, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას ვაჟი ასეთი ქარდის შინაარსის წინააღმდეგი არ არის და ამის ახსნა კონიუნქტურული მოსაზრებებით, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი.

ევროკავშირი, ვფიქრობ, არ უნდა დაიშალოს და არ უნდა გაქრეს, მაგრამ კრიზისი რომ სახეზეა და მძიმეა, ესეც ცხადია. ევროპელებს უპრობლემობის განცდა ხშირად აქვთ და უნდათ პროცესების ნაძალადევად აჩქარება.

ამის მაჩვენებელი ადრე იყო ერთიანი კონსტიტუციისა და ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნის მცდელობის ჩავარდნა. დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა დაბლოკეს ეს პროცესი. მერე, ბრიტანეთი საერთოდ გავიდა ევროკავშირიდან, ევროკავშირის მაშინდელი ლიდერების გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად.

ევროკავშირის მთავარ ფიგურებს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ფაქტობრივად დომინირებენ ამ თითქოსდა საყოველთაო თანასწორობის სივრცეში, მაშინ უნდა შემოეკრათ განგაშის ზარი და დაფიქრებულიყვნენ, რა იყო სასწრაფოდ შესაცვლელი და გამოსასწორებელი. ამის ნაცვლად, ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ არხეინი ცხოვრება გააგრძელა.

ახალმიღებული და ღარიბი ქვეყნები იმ ფინანსური მხარდაჭერის გამო, რასაც მათ ევროკავშირი უწევდა, მიყვებოდნენ დინებას, ხოლო ვთქვათ, მეორე რიგის ამბიციური ქვეყნები, როგორიცაა იტალია, ესპანეთი დაკვირვებისა და მოლოდინის რეჟიმში იყნვნენ და არიან დღემდე.

რას იტყვის ჩვენი სახელისუფლო პროპაგანდა, რა მნიშვნელობა აქვს?!. არც ჩვენი ოპოზიციის ევრობიუროკრატიისადმი ზედმეტი მოიმედეობაა პრაგმატული. თან სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი, ნატოს წევრი და ჩვენი დიდი მეზობელი, ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, 1999 წლიდან დღემდე, ასოცირების ხელშეკრულების დონეზეა გაჩერებულიახლა სხვა დრო დადგა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, ტრამპი, ლამისაა ევროკავშირის დაშლის ან უკიდურეს შემთხვევაში, დასჯის მომხრედ მოგვევლინოს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რას იტყვის ჩვენი სახელისუფლო პროპაგანდა, რა მნიშვნელობა აქვს?!. არც ჩვენი ოპოზიციის ევრობიუროკრატიისადმი ზედმეტი მოიმედეობაა პრაგმატული. თან სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი, ნატოს წევრი და ჩვენი დიდი მეზობელი, ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, 1999 წლიდან დღემდე, ასოცირების ხელშეკრულების დონეზეა გაჩერებული.

- ხელისუფლების მიერ საზეიმოდ აღნიშვნის შემდეგ თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ჩატარება კარგა ხნის წინ იქნა დაანონსებული. იგი, ორგანიზატორების მიერ თავიდანვე განიხილებოდა 2024 წლის 28 ოქტობრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ნაწილად.

აქციის ჩამტარებელმა „ოპოზიციურმა ალიანსმა“, საპროტესტო აქციების ახალი ეტაპი და ივანიშვილის ხელისუფლების ხელსიფლებიდან გასტუმრება დანონსა.

ქუჩაში გამოსული ხალხის აჩვენა, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში საპროტესტო განწყობები საკმაოდ დიდია. „ქართული ოცნების“ საშინაო და საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხი აგრძელებს ბრძოლას.

მაგრამ, ზოგს სლოგანი „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ არ მოეწონა, რადგან იგი დაახლოებით ასე იკითებაო- „ქართული ოცნება“ კარგია, მაგრამ, ქვეყანა უკეთეს ხელისუფლებას იმსახურებსო.

ვინც ასე თვლის, მიიჩნევს, რომ ქუჩის პროტესტს სჭირდება კონკრეტული და საბრძოლო განწყობაზე მომყვანი სლოგანი, მაგალითად ასეთი - „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ ან ამის მსგავსი.

თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციის მიერ 26 მაისს გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც „ოპოზიციური ალიანსისათვის“ დამოკიდებულების გამოხატვის აქციაც იყო?

როგორც ბევრი თვლის, რატომ აღმოჩნდა, სლოგანი, პრაქტიკალად არაფრისმთქმელი?

- სლოგანი, ლოზუნგი და დევიზი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ოპოზიციური ალიანსის უნიათობას ვერ გადაფარავს. ჩვენ გვაქვს არა გონივრული ლოზუნგების დეფიციტი, არამედ პარტიულ-პოლიტიკური ოპოზიციური ფრთის ავტორიტეტის დევალვაცია. მათი მხარდაჭერა საზოგადოებაში უაღრესად დაბალია.

ჩვენ გვაქვს არა გონივრული ლოზუნგების დეფიციტი, არამედ პარტიულ-პოლიტიკური ოპოზიციური ფრთის ავტორიტეტის დევალვაცია. მათი მხარდაჭერა საზოგადოებაში უაღრესად დაბალიარამდენად დაბალი, მხოლოდ დაკვირვებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რადგან, მოგეხსენებათ, დიდი ხანია, ამ ქვეყანაში, სოციოლოგიური კვლევების დამოუკიდებელ კომპანიები აღარ არსებობენ, ხოლო რა რეიტინგიც ამ ოპოზიციას შემორჩა, იმის მინიმუმ მესამედი მიხეილ სააკაშვილის პირად ავტორიტეტს და პოპულარობას ეფუძნება.

ამავე დროს, დღეს საქართველოში არსებული ელექტორატის 2/3-სთვის, მათ შორის, ოპოზიციის მომხრეებიც არიან, მიხეილ სააკაშვილის პარტიის, ან მისი მხარდაჭერილი ძალის ხელისუფლებაში მოსვლა, კატეგორიულად მიუღებელია.

ოპოზიციას შანსი გაუჩნდება მხოლოდ ამ დილემის გადაჭრის შემდეგ და კიდევ ერთ რჩევას, როგორც ქვეყნის მომავლის გულშემატკივარი, მივცემდი, მე რომ ვიყო მათი მრჩეველი - ძალიან აფერხებს პროცესს, რომ რევოლუციური სცენარი, რომელიც დამარცხდა, არ იქნა ოპოზიციის მიერ აღიარებული, როგორც მარცხი და არ გაკეთდა შესაბამისი დასკვნები.

ხელისუფლებათა ცვალებადობა აუცილებელია არა მარტო დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში, არამედ ისეთი ჰიბრიდული დემოკრატიის სახელმწიფოებშიც, როგორიც საქართველოა. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო, წესრიგი და ქვეყნის პერსპექტივა ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშსადღეისოდ, თითქოს, რევოლუციურ სცენარზე, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ხელი აიღო, მაგრამ ამის შესახებ არ ამბობენ. რატომ? ვაი და ერთ მშვენიერ დღეს გადაიჭედა პროტესტანტებით რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, სანაპირო, რიყე, პარალიზებულ იქნა ქალაქი - მაშინ, შეიძლება, ასეთი სცენარი კიდევ დასჭირდეთ?.. მე არც მმართველი პარტიის მხარდაჭერი ვარ და არც ოპოზიციის, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და მიმაჩნია, რომ ხელისუფლებათა ცვალებადობა აუცილებელია არა მარტო დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში, არამედ ისეთი ჰიბრიდული დემოკრატიის სახელმწიფოებშიც, როგორიც საქართველოა. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო, წესრიგი და ქვეყნის პერსპექტივა ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ. ამად ვირჯები.

- „ოპოზიციური ალიანსის“ აქციას არ შეერთებიან პარტიები „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“.

აქციაზე ბევრი ისეთი ხალხიც იყო, ვინც „ოპოზიციური ალიანსის“ გულშემატკივარი არაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი არც „ლელოს“ და არც გახარიას პარტიის გულშემატკივრები არ არიან.

26 მაისის აქციაზე ხალხი სიმრავლე რა ტიპის გზავნილი იყო ერთი მხრივ, „ოპოზიციურ ალიასში“ არ შესული პარტიებისთვის, ხოლო მეორე მხრივ მმართველი გუნდისთვის?

- ბუნებრივია, საზოგადოება მოელის სხვა ხელისუფლებას. უკეთესს თუ უარესს, ამას, პრინციპში, არ აქვს მნიშვნელობა. ერთი და იგივე ძალა და ერთი და იგივე ლიდერები, ჯერ ბეზრდება ხალხს, მერე აღიზიანებს.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა ერთხელ, - ჩემი სახელი რომ მესმის ტელევიზიიდან და „ქართული ოცნების“ შესახებ გაუთავებელი საუბრები, მე თვითონ მომბეზრდა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ცვლილებები აუცილებელიაო. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ არ ჩანს ძალა, რომელიც ხელისუფლებას გადაიბარებს და ქვეყნის, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესატყვისი იქნება.

ბუნებრივია, საზოგადოება მოელის სხვა ხელისუფლებას. უკეთესს თუ უარესს, ამას, პრინციპში, არ აქვს მნიშვნელობა. ერთი და იგივე ძალა და ერთი და იგივე ლიდერები, ჯერ ბეზრდება ხალხს, მერე აღიზიანებსალიანსს არ შეუერთდნენ „ლელო“ და გახარია. ეს თავისთავად მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესისთვის კარგია. მთელი ოპოზიციის გაერთიანება, როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს, პროდასავლური პროევროპული, ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული და ასე შემდეგ, რეალურად და პრაქტიკულად შეუძლებელია, იმდენად განსხვავებული მიზნები აქვთ, განსხვავებული ხედვები აქვთ და ზოგად-პოლიტიკურ პროცესშიც კი შეუთანხმებელი და ურთიერთგამომრიცხავი პერსონები ხელმძღვანელობენ.

ამიტომ, მე ვურჩევდი ოპოზიციას, გართიანდნენ მთავარში - პოლიტიკური პროცესის აღდგენა არის აუცილებელი, აღიარონ სახელისუფლო სტრუქტურების და შტოების ლეგიტიმურობა, გამოაცხადონ მზადება საარჩევნო ციკლისთვის და პარალელურად, თუ ჩათვლიან, იბრძოლონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

მე ვურჩევდი ოპოზიციას, გართიანდნენ მთავარში - პოლიტიკური პროცესის აღდგენა არის აუცილებელი, აღიარონ სახელისუფლო სტრუქტურების და შტოების ლეგიტიმურობა, გამოაცხადონ მზადება საარჩევნო ციკლისთვის და პარალელურად, თუ ჩათვლიან, იბრძოლონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვისთუ ხალხი მთავარ ოპოზიციურ სუბიექტებს - „ოპოზიციურ ალიანსს“, „ლელოს“, „გახარიას საქართველოსთვის“ ხმას მისცემს და მხარს დაუჭერს, საერთო და ურთიერთმისარები მიზნებისთვის, შეუძლიათ გაერთიანდნენ პარლამენტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ასე შემდეგ.

ასე უფროა შესაძლებელი პოლიტიკური პროცესის აღდგენა, შესაძლო გაყალბების წინააღმდეგ ტაქტიკის შემუშავება და საარჩევნო პროცესის სამართლიანი ორგანიზება და საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

- თქვენთან შეხმიანებამდე „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუს გადავავლე თვალი. ამ ინტერვიუში თქვენ ამბობთ - „ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში, რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი“?

26 მაისს გამართულმა აქციამ რა გვანახა - „ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი“?

- როცა პოლიტიკური პროცესი აღდგება და ქვეყნის პერსპექტივა უფრო კონკრეტულ კონტურებს მიიღებს, რაც დღეს ერთობ გაბუნდოვნებულია, მადიარიც გამოჩნდება, ორბანიც და შანდორ პეტეფიც.

ბუნებრივია, შესაძლებლობები არათანაბარია, ორგანიზაციული და ფინანსური თვალსაზრისით, მმართველ ძალას ვერავინ გაეჯიბრება. უცხოური რესურსებით მხარდაჭერილი „ოპოზიციური ალიანსი“ და საკუთარი რესურსის მქონე „ლელო“ ჯერ-ჯერობით ვერ მოძლიერდნენ, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ სუსტია, - მადიარობაზე საუბარი ნაადრევი და უადგილოა.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში, იდეური, ორგანიზაციული და ფინანსური თვალსაზრისით ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები არ არსებობენ. „ოცნება“ და „ნაციონალები“ საზოგადოების უმეტესობისთვის, სამომავლოდ, სავარაუდოდ, მიუღებელი იქნება. სხვა პარტიები უაღრესად ღარიბები არიან ბევრი თვალსაზრისით.

საქართველოში, იდეური, ორგანიზაციული და ფინანსური თვალსაზრისით ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები არ არსებობენ. „ოცნება“ და „ნაციონალები“ საზოგადოების უმეტესობისთვის, სამომავლოდ, სავარაუდოდ, მიუღებელი იქნება. სხვა პარტიები უაღრესად ღარიბები არიან ბევრი თვალსაზრისითამიტომ, სავარაუდოდ, ცვლილებებამდე ერთი-ორი წელი მაინც იქნება საჭირო. იყო მომენტი, როცა გახარიას შეეძლო მადიარის როლის შესრულება, ძლიერი, სტრუქტურირებული პარტიის შექმნა, მომხრეების გამრავლება, ფინანსური რესურსის მოძიება და „ოცნების“ და „ნაციონალები“ ელექტორატის გარკვეული ნაწილის გადაბირება. მაგრამ „გარეწარმა“ გახარიამ ეს ვერ შეძლო.

ერთ სატელევიზიო ინტერვიუში „ოცნების“ საპატიო თავმჯომარემ გარეწარი რომ უწოდა, ესეც მის მაშინდელ პერსპექტივაზე მეტყველებს. დღეს გახარიას ეს შანსი დაკარგული აქვს. მიეცემა თუ არა მას მეორე შანსი, ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებულიი.

ამიტომ, ხუთწლიან პერსპექტივაში, გნებავთ 7-8 წლიან პერსპექტივაში, საქართველოს ხელისუფლებაში ის ძალა იქნება, რომელსაც რეგიონში უპირატესი გავლენის მქონე დიდი მოთამაშე დაუჭერს მხარს, იქნება ეს აშშ, ჩინეთი, რუსეთი თუ სხვასაოცრებების ძნელად მჯერა, მაგრამ მადიარის გამოჩენა თეორიულად არც „ხალხის ძალა“, „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართულებიდან არის გამორიცხული. არც „ალტ-ინფოს“ და მისი პოტენციური მოკავშირეების პერსპექტივის უგულებელყოფა იქნებოდა სწორი.

და საერთოდ, სადღეისოდ, ისე როგორც არაერთხელ სხვა დროს, საქართველოში, მათ შორის, დამოუკიდებელ საქართველოში, ხელისუფლების ვინაობას დიდწილად განსაზღვრავს უცხოური მხარდაჭერის ფაქტორი.

ვითარება რეგიონში ელვის სისწრაფით იცვლება. ამიტომ, ხუთწლიან პერსპექტივაში, გნებავთ 7-8 წლიან პერსპექტივაში, საქართველოს ხელისუფლებაში ის ძალა იქნება, რომელსაც რეგიონში უპირატესი გავლენის მქონე დიდი მოთამაშე დაუჭერს მხარს, იქნება ეს აშშ, ჩინეთი, რუსეთი თუ სხვა.

- ცალკე თემაა, თუ როგორ აღიქვა საპროტესტო აქცია მმართველმა გუნდმა.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა იცის რომ 17 მაისს გამოსულ აქციაზე ხალხის ნაწილი ადმინისტრაციულმა რესურსმა მიიყვანა, ფაქტია, რომ 26 მაისის ოპოზიციის აქციაზე ხალხი ქუჩაში თავის ნებით იყო გამოსული.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში არ გავქვს რეპრესიული კანონმდებვლობა, არც ტროტურაზე დგომისთვის არავინ არავის აკავებს. არადა, ამ თვალსაზრისთ არსებული სტატისტიკა, საკმაოდ მძიმეა და ეს ხელისუფლებას, წესით, უნდა ადარდებდეს.

თუ პარლამენტის სპიკერს დავუჯერებთ, აქციაზე გასული ხალხი -„Facebook-ის ერთი ფრენდლისტია“. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ისინი ხომ ქვეყნის მოქალაქეები არიან. მისივე მტკიცებით, „რამენაირად რადიკალური მუხტი ყოფილიყო, კი ეცადნენ, მაგრამ დიდი ხანია, ეს მუხტიც აღარ აქვთ და დაკარგულია.“

ეტყობა, მუხტი დიდი რომ არ ყოფილიყო, ამიტომ ჩამოართვეს აქციის ორგანიზატორებს ხმის გამაძლიერებლები და ერთ მოქალაქეს მანქანის ტარების უფლება ერთი წლით ჩამოერთვა.

თქვენ როგორ აღიქვით ოპოზიციის აქციაზე მმართველი გუნდის რეაქცია?

- იმის მიხედვით, რა განცხადებაც გააკეთეს კობახიძემ, პაპუაშვილმა და სხვებმა, ოპოზიციის აქციაზე მმართველი ძალის რეაქციის თაობაზე მსჯელობა ძნელია. ისინი იმ განცხადებებს აკეთბენ, რაც მათთვის ხელსაყრელი და სასარგებლოა მათ ინტერესებს შეესატყვისება, მხარდამჭერებს გაამხნევებს და მოწინააღმდეგეებს შეაშფოთებს.

დაახლოებით იგივე პრინციპზეა აგებული გვარამიას, ჯაფარიძის, ვაშაძის და სხვათა განცხადებები. ყველა მათგანი იმას ამბობს, რაც მათი აზრით, საქმეს წაადგება. ეს ეხება აქციის მონაწილეთა რაოდენობის და მათი მობილიზების გზების თემასაც.

ჩვენთან, ყველაფერი სახეზეა - აგრესიული მომიტინგეები და შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც არცთუ იშვიათად ძალას ამეტებენ. ერთიანი პოლიტიკური პროცესი იმისთვისაც არის საჭირო, რომ ორივე მხარე მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და ყველა შესაბამის კონკრეტულ შემთხვევაშირაც შეეხება კანონმდებლობის გამოყენებას მომიტინგეთა წინააღმდეგ, ესეც ორლესული საკითხია. დასავლური და მათი მოკავშირე ჩვენი ოპოზიციის მიდგომა ასეთია - თუ მომიტინგეები მათთვის მოსაწონი და მისაღები მიზნებისთვის იბრძვიან, მათზე არათუ ძალმომრეობა, გადაჭარბებული ზეწოლაც კი დაუშვებელია, რასაც პარიზში მასობრივი არეულობებისას და სხვაგან პოლიცია აკეთებს, მათ მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაში დაუშვებელია.

ხელისუფლება ამას ორმაგ სტანდარტს ეძახის. არ დავეთანხმები ამ თვალსაზრისს. არ დავეთანხმები ამ თვ ალსაზრისს. კანონი ყველგან კანონია და უნდა აღსრულდეს, როგორც რომაელი იტყოდა - Dura Lex, Sed Lex.

აქ, ჩვენთან, ყველაფერი სახეზა - აგრესიული მომიტინგეები და შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც არცთუ იშვიათად ძალას ამეტებენ. ერთიანი პოლიტიკური პროცესი იმისთვისაც არის საჭირო, რომ ორივე მხარე მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და ყველა შესაბამის კონკრეტულ შემთხვევაში.

- დიდი ხნის შემდეგ პირველად, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქების მიმართულებიდან რუსეთის არმია უკან იხევს.

ფაქტია, რომ ახლა სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობა უკრაინის მხარესაა. რუსეთს არა თუ არ აქვს შანსები დაიკავოს მის მიერ ოკუპირებული უკრაინის 4 ოლქი, რომელიც მან თავის კონსტიტუციაში რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა.

ამიტომაც კრემლი უკრაინას ხან ამ ტერიტორიების ნებაყოფილობით დატოვებისკენ მოუწოდებს, ხანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს კიევიდან გაიყვანოს ამ ქვეყნების დიპკორპისები.

ევროკავშირმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. ბრძოლების გრძელდება, მაგრამ, ერთადერთი რაც რუსეთს შეუძლია ბომბოს უკრაინის ქალაქები, ან გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბირთვული იარაღი. ასეთ ფონზე, ჩვენს თვალწინ იცვლება მსოფლიო, მათ შორის უკრაინა რუსეთის ომის მიმართ ევროპისა და ამერიკის, ასევე ჩინეთის დამოკიდებულება.

უკრაინა-რუსეთის ომის ან უკრაინის, ან რუსეთის სცენარით უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე რაც ჩანს, უფრო მეტი შანსია იგი უკრაინის სცენარით დასრულდეს. მოვლენათა განვითარების ამგვარ სცენარში რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

- მთავარია, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უამრავი ადამიანი არ იღუპებოდეს ბრძოლის ველზე. არ ინგრეოდეს ქალაქები, სამრეწველო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები. ეს XXI საუკუნეში კატეგორიულად მიუღებელია და უნდა დაიგმოს.

რუსეთი აგრესორია და პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ყირიმის საკითხი, მისი პრეისტორიის გათვალისწინებით, შეიძლება გახდეს მოლაპარაკების საგანი.

კომპრომისი ორივე მხრიდან აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, რუსები მთლიანად დაანგრევენ უკრაინას, ერთადერთი საპირწონე ამისი არის დასავლეთის უშუალო ჩაბმა ომში და არა პროქსი ომის დაფინანსება, აგრეთვე დახმარება სამხედრო საჭურველით. ასეთი რამ კი ნაკლებად მოსალოდნელი მეჩვენება.

კომპრომისი ორივე მხრიდან აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, რუსები მთლიანად დაანგრევენ უკრაინას, ერთადერთი საპირწონე ამისი არის დასავლეთის უშუალო ჩაბმა ომში და არა პროქსი ომის დაფინანსება, აგრეთვე დახმარება სამხედრო საჭურველით. ასეთი რამ კი ნაკლებად მოსალოდნელი მეჩვენებარუსეთი, შესაძლოა, დამარცხდეს და დაიშალოს, რაც უახლოეს ათწლეულში ნაკლებად რეალური მგონია, მაგრამ არასგზით არ დაუშვებს ნატოში უკრაინის გაწევრიანებას და ალიანსის შემდგომ წაწევას მოსკოვის მიმართულებით. ბოლო დროს ევროკავშირისკენ სწრაფვასაც არ იწონებენ რუსები უკრაინასთან და სომხეთთან მიამრთებაში. მაგრამ ეს საკითხი შეიძლება მოხდეს კომპრომისების არეალში.

თუმცა, როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი.

- 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. გასულ კვირას მართალია 45 წუთით, მაგრამ იქ მაინც იმყოფებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი რუბიო.

ამ ვიზიტის ფარგლებში აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმათთ დამოკიდებულება. თუმცა, ერევანში ყოფნიას, რუბიო პრემიერ ფაშინიანს არ შეხვედრია.

ვხედავთ, თუ რა მუქარებს უგზავნის მოსკოვი ფაშინიანის ხელისუფლებას და სომეხ ხალხს თუ ისინი მხარს დაეჭერენ ფაშინიანის მიერ დეკლარირებულ სომხეთის პროდასავლურ კურსს.

სომხეთში დაგეგმილის არჩევნების შედეგებმა, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველოზე?

არჩევნების შედეგებზე, რა თქმა უნდა, უამრავი რამ არის დამოკიდებული. კავკასიაში რაიმე ფორმით გავლენის შენარჩუნება რუსეთისთვის ეგზისტენციური საკითხია. ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობა რუსებმა მხოლოდ საქართველოში გამაგრების და მისი ანექსიის შემდეგ შეძლეს, სხვათა შორის, ქართველებისავე მონაწილეობით. ამ დროს შეერთებული შტატების საარსებო ინტერესებიც გამოიკვეთა. ავღანეთიდან გამოძევებულმა შტატებმა ცენტრალურ აზიაში ფეხი თუ ვერ მოიკიდა, გაუჭირდება წინ აღუდგეს ჩინეთს, განსაკუთრებით რუსეთთან მისი ალიანსის პირობებში. „ტრამპის გზაც“, ანუ ზანგეზურის კორიდორის გაკონტროლება, რაც რუბიოს ელვისებური ვიზიტის დროს სომხეთში დოკუმენტურად გაფორმდა, სწორედ ამას გვაუწყებს. იქეთ ირანია, როემლიც არ ნებდება. აქეთ თურქეთი, რომელიც ირანის შემდეგ ისრაელისთვის, როგორც თავად მიიჩნევენ, არანაკლები საფრთეა. თურქეთი, როემლიც ნატოს წევრია და სირიაში შეძლო ფეხის მოკიდება ტრამპისავე თანხმობით. ასე რომ, სომხეთი, ბევრი თვალსაზრისით, მოვლენათა ეპიცენტრში იქნება მომავალ დეკადაში.

რაც შეეხება პრემიერ ფაშინიანს, რომელსაც რა თქმა უნდა, უამრავი სერიოზული პრობლემა აქვს ამ არჩევნების წინ და შესაბამისად, მერეც ექნება, ჩემი აზრით, ის სომხეთის და სომხების ისტორიაში „დიდი არმენიის“ შემდეგ, ყველაზე თვალსაჩინო სომეხი მოღვაწეების ათეულში უნდა მოვიაზროით. იმ ათეულში, რომელსაც, ვფიქრობ, არ გააპროტესტებენ სომეხი ანალიტიკოსები, უდგას ისრელ ორი - დიდი სომეხი მოღვაწე, რომელმაც რუსეთის იმპერატორს შეავედრა მრავალტანჯული სომეხი ხალხი და მას მარადიული ერთგულება შეჰფიცა დაცვის და მხარდაჭერის სანაცვლოდ, რამაც საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღო და დღევანდელი სომხური სახელმწიფო სწორედ ამ მფარველობის შედეგია ისტორიულად სომხურ ტერიტორიაზე, სადაც ისტორიულად არცთუ შორეულ დროს მუსლიმი მოსახლეობა ფართოდ იყო წარმოდგენელი, კერძოდ ერევნის სახანოში.

დღეს ფაშინიანი, პუტინისგან დასჯილი დასავლეთისკენ ყურებისთვის და მსოფლიო სომხური ლობის მოკავშირეობის გაძლიერებული ტენდენციის გამო, არ ღალატობს თავის კურსს და მეწინავეობას ჩემულობს ევროკავშირისკენ და დასავლეთიკენ მიმავალ გზაზე. „ზანგეზურის კორიდორის“ ამბავიც მთლიანად ფაშინიანის დამსახურებაა.

მას კარგად ესმის საქართველოსთან მეგობრობის და ძმობის მნიშვნელობა, ესეც უნდა აღინიშნოს. ეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის და პუტინისთვის, რაც ვითარებას, განსაკუთრებით არჩევნების კვირაძალს, არაპროგნოზირებადს ხდის.

ფაშინიანის მთავარი მოწინააღმდეგე - ოლიგარქი კარაპეტიანი - ციხეშია. ეკლესიის მაღალი იერარქები მასთან დაპირისპირებულნი არიან. ასე რომ, ფაშინიანს ამ არჩევნებზე წარმატება გარანტირებული, რა თქმა უნდა, არ აქვს, მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს მისი შემდგომი პოლიტიკური კარიერა, ის, ჩემი აზრით, იმ ათეულის უეჭველი კანდიდატია, რომელსაც ისრაელ ორი უნდა წინამძღოლობდეს.

ფაშინიანმა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეიზლება მოიგოს ეს არჩევნებიც, მაგრამ სომხური საზოგადოების ნაწილი მას არასდროს აპატიებს „დიდი სომხეთის“ ტიგრანიდების დროინდელ საზღვრებში აღდგენის იდეაზე უარის თქმას და ყარაბაღის დაკარგვას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი