პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ლაშა ტყემალაძის ინფორმაციით, ლოცულაშვილი ბრალდებულის სახით გამოიკითხა. დაცვა ითხოვს, შეწყდეს მის მიმართ საქმის წარმოება, რომელიც პოლიციელზე ძალადობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მომხდარის დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე ვერ შეძლო. გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში „ქართლის ამბებმა გაავრცელა. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.