ხელისუფლება კვლავ აქტიურად ალაპარაკდა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ რესურსი არსებობს და თბილისი დიალოგისთვის მზადაა. მმართველ გუნდს პოზიტიურ მოლოდინებს უმყარებს, ის ფაქტიც რომ დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხას დონალდ ტრამპა და მარკო რუბიომ მიულოცა. ამ განწყობებს არ იზიარებს ოპოზიცია. როგორც ამბობენ, იმ ფონზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით იყო დაძაბული და ვაშინგტონი ღიად აკრიტიკებდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ოპოზიცია თვლის, რომ მხოლოდ მილოცვის ტექსტები ურთიერთობების რეალურ გაუმჯობესებას არ ნიშნავს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია გზავნილებში უფრო მეტად ქართველ ხალხს ესაუბრება, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლებას.