რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორაზე დაასაწყობა, ხოლო შემდეგ, პირად მფლობელობაში არსებული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა ტრანსპორტირებას. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული ხე-ტყე, ასევე, სპეცტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება გადატანილი იქნება ლენტეხის სოფელ ლესემის „საქმიან ეზოში“.