პროჟექტორების ნაცვლად სანთლების შუქზე ნათამაშები სპექტაკლი - თეატრს ელექტროენერგია რუსთავის მერიამ შეუწყვიტა - Palitra News

პროჟექტორების ნაცვლად სანთლების შუქზე ნათამაშები სპექტაკლი - თეატრს ელექტროენერგია რუსთავის მერიამ შეუწყვიტა

2026-05-28 10:14:07+04:00

პროჟექტორების ნაცვლად სანთლების შუქზე ნათამაშები სპექტაკლი. თეატრ „ბრავოში“ მაყურებელმა სპექტაკლი “მკაცრი ქალიშვილები” სანთლების შუქზე იხილა. თეატრში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, მსახიობებმა სცენის გასანათებლად ათობით სანთელი გამოიყენეს. აღნიშნულ წარმოდგენაზე ბილეთის ფასი სიმბოლურად ერთი ცალი სანთელი იყო, რომელიც თეატრში მისულმა თითოეულმა მაყურებელმა მიიტანა. სპექტაკლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში თეატრს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა.

რუსთავის მერიამ თეატრისთვის, ელექტროენერგიის არ მიწოდების მიზეზად, საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა დაასახელა. შენობა თეატრს მერიისგან იჯარით მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა აღებული. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ხელშეკრულება ყოველთვის უპრობლემოდ გრძელდებოდა, ამჯერად მუნიციპალიტეტმა ვადაგასული დოკუმენტის განახლებაზე უარი განაცხადა, რის გამოც თეატრის ხელმძღვანელობამ მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. რუსთავის მერიამ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს ალტერნატიული სივრცე შესთავაზა, რაც სექტემბრიდან მათ ახალ, თანამედროვე კულტურის სახლში გადასვლას გულისხმობს, მიუხედავად ამისა, თეატრის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.