საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის წინადადებას 16 ივნისს წარადგენს. მათივე ცნობით, ევროკომისია წინადადებას ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე წარადგენს. აღნიშნული განრიგის თანახმად, გადაწყვეტილების დამტკიცებას ევროკავშირის ლიდერები ორი დღის შემდეგ, ევროპული საბჭოს სამიტზე შეძლებენ. ამ ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მომდევნო კვირები მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად.