პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ - Palitra News

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ

2026-05-28 12:40:11+04:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. გივი მიქანაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ გაგზავნილ კითხვებს გასცემს პასუხს.

მიქანაძისადმი კითხვების ძირითადი ნაწილი უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას ეხება. ფრაქცია „საქართველოსთვის“ მათ შორის ელის პასუხს კითხვაზე, უმაღლესი სასწავლებლების ბალანსზე არსებული რომელი კორპუსებისა და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა იგეგმება პირველ და მომდევნო ეტაპებზე.

გივი მიქანაძე ინტერპელაციის ფორმატში ზოგადი განათლების რეფორმაზეც ისაუბრებს.