პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც სამართალდამცავებმა იძალადეს, ნეკნი აქვს გატეხილი და დაბეჟილობები აღენიშნება. საიაში თვლიან, რომ პოლიციელების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება არა უფლებამოსილების გადამეტების, არამედ, სახელმწიფო მოხელეების მიერ არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა მიმდინარეობდეს. შემთხვევა გუშინ დღისით მოხდა. გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.