"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრას მართავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე ჩარლზ იოქი და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი.
დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა უკვე გამართეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან. შეხვედრა გაიმართა ასევე, საპატრიარქოში, სადაც დელეგაციის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს შეხვდნენ.