საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მაისს კვიპროსში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ უნდა მიუდგნენ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებს, მაშინ როდესაც უკრაინა ევროპას მოსკოვთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს, ხოლო აშშ-ის ყურადღება ირანთან ომზეა გადატანილი. მედიის ცნობით, მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ, რა წინაპირობები უნდა არსებობდეს რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის და რა მიზნების მიღწევას ეცდება ევროპა, თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას გადაწყვეტს.