უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკამ უკრაინას მოუსმინოს. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კონგრესს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტზეა საუბარი. მისი თქმით, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის შესაძლებლობებს, მით უფრო მალე შეძლებს იმის უზრუნველყოფას, რომ დიპლომატიამ იმუშაოს.