დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გივი მიქანაძეს მოუსმენენ. მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ “საქართველოსთვის“ დაიბარა.
მიქანაძისადმი გაგზავნილი კითხვების ძირითადი ნაწილი უმაღლესი განათლების მიმართულებით დაწყებულ რეფორმას ეხება. ფრაქცია „საქართველოსთვის“ მათ შორის ელის პასუხს კითხვაზე, უმაღლესი სასწავლებლების ბალანსზე არსებული რომელი კორპუსებისა და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა იგეგმება პირველ და მომდევნო ეტაპებზე. გივი მიქანაძე ინტერპელაციის ფორმატში ზოგადი განათლების რეფორმაზეც ისაუბრებს.