კონტროლიორები გეგმას სულ უფრო გულოდგინედ და გადაჭარბებით ასრულებენ. ამას მოწმობს ოფიციალური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც მათ მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 90%-ით, 1 მილიონ 111 ათას ლარამდე გაიზარდა. ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს, 4 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც. კერძოდ, თუ ამ სანქციებიდან 2026 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში 192 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 104 მილიონი ლარი იყო. შეგახსენებთ, რომ თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარის ოდენობით. ამიტომ, მგზავრებით გადაჭედილ ტრანსპორტშიც კი მოახერხეთ და გაატარეთ ტერმინალზე ბარათი, რადგან ტრანსპორტიდან ჩამოსულს შესაძლოა იქვე ხესთან ჩასაფრებული კონტროლიორი შესაძლოა გელოდეთ.