გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავების მხრიდან ორ პირზე - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარზე ფიზიკური ძალადობა პოლიტიკური შეფასებები თემაა. ოპოზიცია ხელისულფების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიციელების მიერ ძალის გადამეტება მცირე გადაცდომად წარმოაჩინოს.მმართველ გუნდში აღიარებენ, რომ კადრები, რომელიც პოლიციელების მიერ ორ პირზე ძალადობას ასახავდა მძიმე სანახავი იყო, თუმცა აქვე დასძენენ, რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა სხვა ქვეყნებში მოხდეს და მთავარი არის ის, რომ შესაბამის სამსახურებს მომხდარზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მ