გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 სამართალდამცავია დააკავებული, თუმცა პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში გაცილებით მეტი, დაახლოებით 10-მდე პირი მონაწილეობდა და ყველა მათგანი პასუხისმგებაში უნდა მიეცეს. უფლებამდამცველები მუხლის გადაკვალიფიცირებასაც ითხოვენ, მათი განმარტებით, გამოძიება არა უფლებამოსილების გადამეტების, არამედ, სახელმწიფო მოხელეების მიერ არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა მიმდინარეობდეს. მოთხოვნებს შორისაა თავად პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტაც, რომელსაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან. ლოცულაშვილმა კლინიკა ვივამედი გუშინ გვიან ღამით დატოვა, უფლებადამცველების თქმით მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. ცნობილია თუ არა საქმეში ფიგურანტი სამართალდამცველების ვინაობა და როგორია ნაცემი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა?