ოპოზიცია "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში აშშ-თან ურთიერთობების დალაგებას გამორიცხავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარლამენტის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ კოალიცია ცვლილებებისთვის წევრებმა განაცხადეს, რომ ამჟამინდელი ხელისულლების ქმედებების ფონზე პროგრესი ხელის ჩამორთმევასა და ფოტოს გადაღებას ვერ გასცდება, თავად ამერიკული მხარის ეკონომიკური ინტერესები კი ქვეყანაში ვერ განხორციელდება, რადგან საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა არ არსებობს.