მიქანაძე პარლამენტში -  რა კითხვები დაისვა ინტერპელაციაზე - Palitra News

მიქანაძე პარლამენტში -  რა კითხვები დაისვა ინტერპელაციაზე

2026-05-28 15:53:22+04:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენა კამათისა და ხმაურის ფონზე წარიმართა. გახარია საქართველოსთვის წევრებმა განათების სამინისტროს სამიქნობა და მირებული რეფორმები გააკრიტიკეს. კითხვები შეეხებოდა აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას, სტუდენტთა უფლებებს, მასწავლებლების ღირსეულ შრომას. გივი მიქანაძე სიახლეების შესახებაც ისაუბა, განაცხადა, რომ სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ. მასწავლებლის კარიერული წინსვლა კი აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან და მთავარი აქცენტი პრაქტიკაში განხორციელებულ საქმიანობაზე გაკეთდება.