მიგრაციის დეპარტამენტი: "სხვადასხვა ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს" - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტი: "სხვადასხვა ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს"

2026-05-28 20:50:55+04:00

საქართველოდან უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიებები ბოლო დღეებში სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით ჩატარდა.

გაძევებულთა შორის არიან თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, პაკისტანის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. უწყების განმარტებით, პროცესი კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.

მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გაძევებულ პირებს საქართველოში ხელახალი შემოსვლის შეზღუდვაც დაუწესდათ.