ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა - Palitra News

ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა

2026-05-28 20:51:58+04:00

სომხეთში საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა. პროცესს წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ერევანში ვიზიტი და რამდენიმე შეთანხმების გაფორმება უძღოდა.

ტრამპის შეფასებით, ფაშინიანი ქვეყნის გაძლიერებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე მუშაობს. ამერიკის პრეზიდენტის პოზიციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ ვაშინგტონის ხედვას იზიარებს.