გორში ძალადობის საქმეზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება - Palitra News

გორში ძალადობის საქმეზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება

2026-05-28 20:53:23+04:00

გორში სამართალდამცველების მხრიდან ორ პირზე ძალადობის ფაქტი პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევის მნიშვნელობის შემცირებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, ხელისუფლება მომხდარის მცირე გადაცდომად წარმოჩენას ცდილობს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გავრცელებული კადრები მძიმე სანახავი იყო, თუმცა მსგავს ფაქტებს სხვა ქვეყნებშიც არ გამორიცხავენ. მათი განცხადებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ შესაბამისმა უწყებებმა შემთხვევაზე დროული რეაგირება მოახდინეს.