საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობამ რეგიონულ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა - Palitra News

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობამ რეგიონულ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

2026-05-28 20:54:55+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობამ რეგიონულ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. უწყების უფროსი ლევან ხარაბაძე მოადგილეებთან ერთად შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე ყურადღება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციულ ღონისძიებებზე გამახვილდა. ხელმძღვანელმა რეგიონებში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მოისმინა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პარალელურად, ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებები და სამუშაო სივრცეების გაუმჯობესების საკითხებიც განიხილა.