კაია კალასის განცხადებით ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის საკითხს დააყენებს - როგორია პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

კაია კალასის განცხადებით ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის საკითხს დააყენებს - როგორია პოლიტიკური შეფასებები

2026-05-28 20:55:49+04:00

ევროკავშირი რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხის დაყენებას გეგმავს. განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გააკეთა.

კვიპროსში მიმდინარე არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში კალასმა აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რუსული სამხედრო ძალები მსგავსი ქვეყნებიდან გასული იყოს და სხვა სახელმწიფოების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა დასრულდეს. მისივე შეფასებით, ეს მიდგომა მაქსიმალისტურია, თუმცა ასეთივეა რუსეთის მოთხოვნებიც.