ირანი დონალდ ტრამპის განცხადებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შეუთავსებლად აფასებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, გაეროს წევრი სახელმწიფოს განადგურების მუქარა ძალის გამოყენების აკრძალვის ფუნდამენტურ ნორმას არღვევს.
მისი შეფასებით, მსგავსი რიტორიკა საერთაშორისო ურთიერთობებში უკანონობისა და დაშინების პრაქტიკის ნორმალიზების საფრთხეს ქმნის. ბაღაი აშშ-ის პრეზიდენტის ომანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკას ძალის გამოყენება მოუწევდა.