აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავებიან.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლებიდან, ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, მათ შორის „მეფედრონი“ და „მეთადონი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.