ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელი იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არსებული პოლიტიკური გარემოს ფონზე პროგრესი ფორმალურ შეხვედრებსა და სიმბოლურ ჟესტებს ვერ გასცდება.
მათივე შეფასებით, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის პრობლემები ამერიკული ეკონომიკური ინტერესების განხორციელებასაც აფერხებს.