რა გზავნილი აქვს ოფიციალურ ვაშინგტონს და არსებობს თუ არა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის რესურსი - Palitra News

რა გზავნილი აქვს ოფიციალურ ვაშინგტონს და არსებობს თუ არა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის რესურსი

2026-05-29 09:17:37+04:00

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სამთავრობო გუნთან და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს, 4 დღის განმავლობაში მართავდნენ. რა გზავნილი აქვს ოფიციალურ ვაშინგტონს და არსებობს თუ არა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის რესურსი? ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ რომ საქართველოს, გეოპოლიტიკურად სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, რაც ჩვენს ქვეყანას ამერიკისთვის მნოშვნელოვანს ხდის. მათივე შეფასებით მიუხედავად შტატების აქტიური ჩართულობისა, ქართული ოცნების პოლიტიკა არ იძლევა იმედს რომ ურთიერთიბები პოზიტიურ ფაზაში დაბრუნდება. ასე არ ფიქრობს ქართული ოცნება. მმართველი ძალისთვის ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები, დადებით მოლოდინებს ქმნის.