პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელშიც საკაცეზე მოთავსებულია პაპუნა ლოცულაშვილი. ადვოკატის ინფორმაციით, ლოცულაშვილს ჰქონდა თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძება. უფლებადამცველი საუბრობს ფსიქოლოგიურ სტრესზე, რომელიც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიიღო.