გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურა. ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 ათასი ლარით დააჯარიმა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.