გამომცემლობა პალიტრა ელმა აქცია "გადაიხადე რამდენიც გინდა" დაიწყო. ამჯერად მისი ახალი სლოგანი იქნება "დავეხმაროთ დიუშენის სინდრომით დაავადებულ პატარებს". აქციის ფარგლებში შემოსული თანხის ნაწილი სწორედ დიუშენით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხება. აქცია კონკრეტულ წიგნებზე ვრცელდება. "გადაიხადე, რამდენიც გინდა" დღეიდან, 29 მაისიდან დაიწყო და მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება. მეტი დეტალისთვის ვნახოთ ელენე ჩოხელის სიუჟეტი.