პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს მკურნალობას კვლავ კლინიკაში განაგრძობს. როგორც ირკვევა, ლოცულაშვილის მდგომარეობა გვიან ღამით გართულდა და ის საავადმყოფოში ძლიერი ტკივილებით გადაიყვანეს. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნევროლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 სამართალდამცავია დააკავებული. უფლებამდამცველები მუხლის გადაკვალიფიცირებასაც ითხოვენ, მათი განმარტებით, გამოძიება არა უფლებამოსილების გადამეტების, არამედ, წამების მუხლით უნდა გაგრძელდეს. დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ პატრულის თანამშრომლები ძალადობაში არ მონაწილეობდნენ. უფლებადამცველის თქმით, დასადგენია, თუ ვის რა როლი ჰქონდა ძალადობაში, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორია პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ეტაპზეა სამართალწარმოება?!