სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ერთეული შემთხვევა თუ სისტემური დანაშაული - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ერთეული შემთხვევა თუ სისტემური დანაშაული - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-05-29 12:30:23+04:00

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ერთეული შემთხვევა თუ სისტემური დანაშაული?! - გორში მომხდართან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები ორად იყოფა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ჟურნალისტების მიერ გადაღებულმა მასალამ, საქმის განვითარება შეცვალა და დაზარალებული საპატიმროში მოხვედრას გადაარჩინა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აღნიშნავენ, რომ ფაქტი სისტემური პრობლემაა და სახეზეა დაუსჯელობის განცდით წახალისებული ძალადობრივი ქმედება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ არ შეიძლება ერთეული ფაქტი, სისტემურ პრობლემად შეფასდეს, მაშინ როცა, ხელისუფლებას აქვს მყისიერი და ჯანსაღი რეაგირება ნებისმიერ სამართალდარღვევაზე.